მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"

მარჯვნივ
მარცხნივ


მოაბიჯებს მადლომოსილი ბერი



მოაბიჯებს მადლომოსილი ბერი

 სხივი ადგას საქართველოს მიწას,
 კელიაში აელვარდა ჭერი,
 ლოცვის მადლით გვიფარავს და გვიცავს,
 უფლისაგან მადლმოსილი ბერი

. გაბნეული მრევლისათვის წირავს,
ღმერთს ავედრებს გადარჩენას ერის,
და როდესაც საქართველოს სძინავს
ცისკარს ლოცვით შეაგებებს ბერი.

 კაცთა მოდგმის ტკივილი და ცრემლი,
დროში მავალს უთქმელადაც ესმის,
იმედებით ელოდება მრევლი,
შეგონებას ღვთისნიერი მწყემსის.

ოდითგანვე იფარავდა მამულს,
წმიდა ბერთა გულიანი ლოცვა,
ქართულ მიწას მირონებით ნამულს,
 ურჯულონი აოხრებდნენ როცა.

გარს არტყია ტანჯულ ხალხთა რიგი,
უფლისათვის ხმადათაფლულ მგოსანს.
მხოლოდ უფალს თუ უჩოქებს იგი
 და წმინდანთა საფარველი მოსავს.

 მართალ სიტყვას დაუდგება ჯერი,
სუყველაფერს ხომ თავისი დრო აქვს,
მოაბიჯებს მადლმოსილი ბერი,
 დაღლილ მხრებზე საქართველო მოაქვს.

 ლექსის ავტორი: ნანა მეფარიშვილი
ნახატი : ბელა ლობჟანიძის
სულ კომენტარები: 1
vaja 03.03.2015 17:22
????????????????????????????????????????????????????????????????????????????????? ????????????????????????????????????????????????????????????????????????????????? ????????????????????????????????????????????????????????????????????????????????? ?????????????????????????????????

ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა )