მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"

მარჯვნივ
მარცხნივ


წმიდა სოფიო



მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა სოფიოს ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში დილიდან წირვა აღევლინა. აღნიშნული დღესასწაული უძრავ დღესასწაულებს შორისაა და ტრადიუციულად 30 სექტემბერს აღინიშნება.

წმინდა სოფიო იტალიაში ცხოვრობდა. იგი ადრე დაქვრივდა. ქრისტიანი დედა თავის სამ ასულს: პისტს (რწმენა), ელპიდსა (სასოება) და აღაპს (სიყვარული) ქრისტიანული რწმენით ზრდიდა.

წმინდა სოფია და მისი ქალიშვილები არ მალავდნენ, რომ ქრისტიანები იყვნენ, რის გამოც ისინი იმპერატორ ადრიანესთან დაასმინეს. იმპერატორის ბრძანებით წმინდანები რომში ჩაიყვანეს. თავიდან მეფე ცდილობდა, ლიქნით გადაებირებინა ქალწულნი, მაგრამ ვერაფერს გახდა. მაშინ საშინლად აწამა ისინი.

წმინდა სოფიოს უფრო მკაცრი განაჩენი გამოუტანა იმპერატორმა. მას აიძულებდნენ, ეყურებინა, როგორ აწამებდნენ მის შვილებს. საბოლოოდ, ქალწულებს თავები მოჰკვეთეს და დედას უბრძანეს, თავად დაემარხა მათი სხეულები. წმინდა სოფიომ შეაგროვა შვილების ნაწამები სხეულები და ქალაქის გარეთ დაკრძალა. ის სამი დღის განმავლობაში არ მოშორებია მათ საფლავს. მესამე დღეს კი თავადაც აღესრულა. მორწმუნეებმა წმინდა სოფიო ქალიშვილების გვერდით დაასაფლავეს. წმინდა მოწამეთა წმინდა ნაწილები 777 წლიდან ელზასში, ეშოს ეკლესიაში განისვენებს.


სულ კომენტარები: 0

ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა )